პოლიტიკა

სრ და სინგაპური განიხილავენ ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს

გრძელდება სრ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში. მთავრობის ხელმძღვანელს 8 ივლისს დილით შეხვედრა ჰქონდა ფონდ Temasek Holdings-ის წარმომადგენლებთან საინვენსტიციოჯგუფის ხელმძღვანელ ნაგი ჰამიეის მეთაურობით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატი. 
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა დაინტერესებულია ფონდ Temasek Holdings -თან თანამშრომლობის საკითხით, იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი წარმატებით ფუნქციონირებს ეკონომიკის რამდენიმე სფეროში, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც. მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნოლოგიური სექტორი სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგანაც ჩვენი ქვეყნის მიზანია ტექნოლოგიური ეკონომიკის აშენება, რომლის ლოკომოტივიც იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიები. პრემიერმა ილაპარაკა მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიმონოპოლისტური და ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ და დასძინა, რომ ინსტიტუციური რეფორმები ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით.
ნაგი ჰამიემ აღნიშნა, რომ Temasek Holdings-ი მზადაა სომხეთის მთავრობასთან განიხილოს თანამშრომლობისა და საინვენსტიციო პროგრამების შესაძლებლობანი, მათ შორის საინჟინრო განათლების სფეროშიც. 
შეხვედრაზე განხილული იქნა ერთობლივი ვენჩურული ფონდის შექმნის, სტარტაფული პროგრამების განხორციელების, გამოცდილების გაზიარებისა და ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. 
Temasek Holdings-ის წარმომადგენლები მოწვეული იქნენ მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც ჩატარდება ერევანში ამა წლის შემოდგომაზე. მხარეები შეთანხმდნენ განხილვები განაგრძონ ერევანში.

ნახეთ მეტი
Back to top button