საერთაშორისო
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სომხეთ-ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა კრებამ სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ Twitter -ის თავის გვერდზე წერს საფრანგეთში სომხეთის ელჩი ჰასმიკ ტოლმაჯიანი.
“სომხეთი მიესალმება საფრანგეთის ეროვული კრების მიერ ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას. მადლობა საფრანგეთის პარლამენტს! ” – წერს ელჩი.







