პოლიტიკა

გახარიამ არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის და 2019 წლის 21 ივნისის აქციების დაშლის შედარება არ შეიძლება

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც პასუხობდა ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ გაიზიარებს ის ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბედს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად იმყოფებოდა. გადაცემის პარალელურად, ტელევიზიის შენობასთან მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. გრიგოლიამ პარალელი გაავლო მიმდინარე წლის 20-21 ივნისის და 2011 წლის 26 მაისის აქციების დაშლას შორის, როდესაც შსს-ს ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

„ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩემი შეფასებით, 26 მაისს იყო სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, როდესაც ევაკუაციის გზებიც კი იყო გადაკეტილი… აქ ჩვენ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც პირდაპირ ეთერში, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე უყურებდა, როგორ ესხმოდნენ თავს ჯგუფურად, ორგანიზებულად, როგორ ართმევდნენ ფარებს, როგორ იტაცებდნენ მასაში პოლიციელებს და თქვენ ამაზე ტოლობის ნიშანს სვამთ 26 მაისთან. სწორედ ამაშია სხვაობა, ეს იყო მოგერიების ღონისძიება, სახელმწიფო ინსტიტუტის, მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების დასაცავად, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოყვა, 20 ივნისს გვიან საღამოს არეულობასა და ანტოსამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

ნახეთ მეტი
Back to top button