კულტურა

ერევნის მატენადარანში გაიხსნა უძველესი წიგნების გამოფენა

უძველესი წიგნების გამოფენა გაიხსნა ერევნის მაშტოცის სახელობის მატენადარანში. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს მატენადარანის ოფიციალური საიტი. 
მატენადარანის უძველესი წიგნების კოლექციაში (2400 ერთეულზე მეტი) განსაკუთრებულ ადგილს იჭერს სომხურ ენაზე გამოცემული პირველი ნაბეჭდი წიგნი, რომელიც შუა საუკუნეების ლოცვან-კარაბადინია. ეს უნიკალური წიგნი დაიბეჭდა ჰაკობ მეღაპარტის სახსრებით ვენეციაში 1512 წელს. უძველესი წიგნების რიგებს ამდიდრებენ ახალ ჯუღაიში, რომში, ამსტერდამში, მარსელში კონსტანტინოპოლისში და სხვაგან დაბეჭდილი წიგნები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ამსტერდამში 1666-1668 წლეებში დაბეჭდილი პირველი ბიბლია სომხურ ენაზე, რომელიც გამოირჩევა მდიდარი გაფორმებითა და მშვენიერი გარეყდით. 
მატენადარანის უძველესი წიგნების კოლექციაში შესულია მსოფლიოში უპეცედენტო 90 დასახელების უნიკალური წიგნი. 
გამოფენაზე წარმოდგენილია წიგნის ბეჭდვის თითქმის ყველა ოჯახი, თავიანთი მრავალფეროვანი და განსაკუთრებული გამოცემებით, ბეჭდვითი ხელოვნების მაღალი დონით.

ნახეთ მეტი
Back to top button