ანალიტიკა

ნ. ფაშინიანის სიტყვებით, მთიანი ყარაბაღის საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს  შორის მუშაობს ცხელი ხაზი, მაგრამ ეს იმის გარანტია არ არის, რომ შეხების ზოლში მსხვერპლი არ  გვექნება. ამის შესახებ  განაცხადა რადიოსადგურ „თავისუფლების“ კორესპოდენტთან საუბრისას სრ პრემიერ-მინისტრმა  ნიკოლ ფაშინიანმა.

“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღონ.  მე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს ავუხსენი, თუ რატომ არ მიდის მოლაპარაკებები წინ. როდესაც მე ამირჩიეს   ავღნიშნე, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ისეთი ვარიანტი უნდა იქნეს შერჩეული, რომელიც ხელსაყრელი იქნება სომეხი, ყარაბაღელი და აზერბაიჯანელი ხალხისათვის.  ეს  უპრეცედენტო განცხადებაა ჩვენს რეალობაში, რადგან არც ერთ  სომეხ ლიდერს არ უთქვამს, რომ ნებისმიერი გამოსავალი აზერბაიჯანელი ხალხისთვისაც  უნდა იყოს მისაღები. წინსვლა არ გვაქვს, რადგანაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი უარს ამბობს მსგავსი ტიპის განცხადებაზე“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, სანამ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეს წინადადება არ წარმოუთქვამს, მოლაპარაკება  უშედეგო იქნება.

 „ამგვარად, ის ვინც ფიქრობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება ხელსაყრელი უნდა იყოს მხოლოდ აზერბაიჯანის ხალხისათვის, მას წარმოდგენა არ აქვს არც ყარაბაღის ხალხზე და არც სომეხ ხალხზე“-, ხაზი გაუსვა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button