მთავარიპოლიტიკა

ნ .ფაშინიანი. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა სომხეთის დემოკრატიული იმიჯი

პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშანიანის განცხადებით, მისი მართვის 14 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მიღწევა  სომხეთში დემოკრატია და ქვეყნის დემოკრატიული იმიჯია. ამის შესახებ განაცხადა მან რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“თანამედროვე სამყაროში, სომხეთი უდავოდ მიიჩნევა დემოკრატიულ ქვეყნად”, – დასძინა ფაშინიანმა.

მან შეახსენა, რომ 2018 წელს საპარლამენტო არჩევნები სომხეთში რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ დე-იურე სადავო არ გახდა.

“ეს არის განსაკუთრებული მოვლენა მესამე რესპუბლიკის ისტორიაში. მე ამას მივიჩნევ ძირითად წარმატებად”,- დასძინა ფაშინიანმა.

“მონაპოვარია აგრეთვე დემოკრატიიდან გამომდინარე ტენდენციები: ანტიკორუფციული ბრძოლა, კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობა, მონოპოლიების აღმოფხვრა და საბოლოო ჯამში მოქალაქის თვითცნობიერება, რომ ის თავად აყალიბებს სომხეთში ძალაუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგო არა მხოლოდ მთავრობამ, არამედ ოპოზიციამაც და ჩვენ მივულოცეთ მათ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button