საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ქოჩარიანის საქმის წარმოება და მიმართა ვენეციის კომისიას

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს და რობერტ ქოჩარიანის განცხადებების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 300.1 მუხლით კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის თაობაზე საქმის წარმოება. ამის შესახებ იუწყება საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ  “ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს და რობერტ ქოჩარიანის განცხადებების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 300.1 მუხლით, კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე” კონსულტაციის მიღების მიზნით მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს და ვენეციის კომისიას და  ამასთან დაკავშირებით, პასუხის მიღებამდე, კონსტიტუციური კანონის  “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მე -5 პუნქტის საფუძველზე  ზემოხსენებული  საქმის წარმოება შეჩერდეს.  

ნახეთ მეტი
Back to top button