საზოგადოება
რას საქმიანობს ცოტნე ივანიშვილი და რა ფოტოებს აქვეყნებს “ინსტაგრამზე”

ambebi.ge ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან, ხალხს განსაკუთრებით მისი შვილების ცხოვრება აინტერესებს, თუმცა, და-ძმებისგან განსხვავებით, საჯარო ფიგურა მისი ერთ-ერთი ვაჟი ბერა ივანიშვილია.
ბერას საჯაროობას ისიც უწყობს ხელს, რომ რეპერია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბავშვობიდან მღერის და სულ რაღაც 13 წლის იყო, როცა სცენაზე გამოჩნდა და პოპულარულიც გახდა.
ბერას განსაკუთრებულად უყვარს ოჯახი და ამას ყველგან აფიქსირებს. ამბობს, რომ მამით ამაყობს. ყველაზე მეტს კი უმცროს ძმაზე – ცოტნე ივანიშვილზე საუბრობს.







