საზოგადოება
შემთხვევა მოსკოვი -ერევნის ავიარეისზე

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მოსკოვი-ერევნის რეისის Nordwind ავიახაზების საჰაერო ლაინერი Boeing 737 ფრენისთვის მომზადების წინ შეეჯახა თვითმავალ აეროპორტის კიბეს, რის შედეგადაც დაზიანდა თვითმფრინავის ჯავშანი. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს РБК. კომპანია Nordwind-ის პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს, რომ შემთხვევის გამო მგზავრები გაემგზავრებიან სათადარიგო ავიალაინერით.
ფრენა გადატანილი იქნა 30 წუთით. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა მოსკოვი-ერევნის რეისზე. 19 ივლისს მგზავრები თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს სათადარიგო გასაბერი კიბით, რადგანაც ამოქმედდა კვამლის სიგნალიზაცია.







