პოლიტიკა

გ. ბალაიანი. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ადეკვატური პასუხი გასცეს მოწინააღმდეგის მოქმედებებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დღეებში დაძაბულობა გამოწვეულია ორივე მხარეს განხორციელებულ საინჟინრო სამუშაოებთან, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაბრიელ ბალაიანმა.

“ბოლო დღეებში შეინიშნება დაძაბულობა სომხეთის საზღვარზე და, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მსხვერპლი და დაჭრილები, მაგრამ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ადექვატური რეაგირება მოახდინეს მტრის ქმედებებზე”, – განაცხადა ბალაიანმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაძაბულობის მიზეზი ორივე მხარეზე განხორციელებული საინჟინრო სამუშაოებია.

“ჩვენ განვაცხადეთ, რომ ორივე მხარეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს, მოწინააღმდეგე -თავისას.  ჩვენ ვაჩერებთ წინსვლის ნებისმიერ მცდელობას”, – განაცხადა ბალაიანმა.

მისი სიტყვებით, სომხური მხარე სამსახურს ისე ასრულებს, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს პოზიციური უპირატესობის მიღწევა.

ნახეთ მეტი
Back to top button