საერთაშორისო

ისრაელის სატელევიზიო პროგრამით სომხეთისადმი მიძღვნილი გადაცემა

ისრაელის “რეშეტ 13” ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა წარმოადგინა ფილმი სომხეთის შესახებ პროგრამა “ახი ბა ოლამს” -ის (თარგ. “საუკეთესო მსოფლიოში”) ფარგლებში. იგი ეთერში გავიდა  2 აგვისტოს.

წამყვანმა იარდენ ჰარელმა მოკლედ წარმოადგინა სომხეთის ისტორია, გადაღებები  შესრულებული იყო გარნიში და ერევანში.

ისრაელის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის, მენაშე იეჰუდას დახმარებით, მათ კასკადში აღმოაჩინეს ეროვნული ცეკვების, ხოლო ბაზარში გემოვნების საიდუმლო, ეწვივნენ აგრეთვე ვერნისაჟს.  

ფილმის გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა ღამის ერევანი, მოინახულა ჩრდილოეთის გამზირი და რესპუბლიკის მოედანი.

”თითქმის შეუძლებელია აქ გატარებული დღეების დავიწყება”, – აღნიშნავს წამყვანი და ხაზს უსვამს, რომ ისრაელიდან მხოლოდ 2,5 საათია საჭირო სომხეთში ჩასასვლელად.

იარდენ ჰარელს  არ დავიწყებია ასევე ტელემაყურებლების სომხეთში მოწვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button