სომხური ღვინოები წარდგენილი იქნება გერმანიაში გამართულღვინის ფესტივალზე “WEINSOMMER”

9-10 აგვისტოს სომხეთის მეღვინეობის ფონდი ღვინის ფესტივალის Weinsommer–იფარგლებში სამხრეთ გერმანიის ალგოს რეგიონშიღვინისმოყვარულებსა და ღვინის სპეციალისტებს წარუდგენს 9 სომხური მეღვინეობის კომპანიის 55 სახეობის ღვინოს.
ფონდი იუწყება, რომ Weinsommer– ი უკვე მეხუთედ მოაწყო Lerch Wein & Co-მ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მეღვინეობის კომპანიებს საშუალებას აძლევს წარმოუდგინონ თავიანთი პროდუქტი 1000-1500 მეღვინეს, ღვინის სპეციალისტებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებს და ღვინის პოტენციურ მომხმარებლებს: სამხრეთ გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან. 9-10 აგვისტოს Weinsommer 2019-ის განსაკუთრებული სტუმარია სომხეთი თავისი ღვინოებით.
ორგანიზატორების თქმით, ქვეყნის არჩევანი გაკეთებულია სომხეთის მდიდარი მეღვინეობის ისტორიისა და ტრადიციების, აგრეთვე სომხური ღვინოების უნიკალური გემოვნური მახასიათებლების გათვალისწინებით, რაც გერმანიაში წარმატებისა და მოთხოვნის გარანტიაა.







