საზოგადოება

გვარამიას საქმე და “რუსთავი2”-ის კავშირი “ინტერმედიასთან” – კომპანიის მეწილე კახა ანჯაფარიძე პროკურატურაში 4 საათი იკითხებოდა

http://www.rustavi2.ge ნიკა გვარამიას საქმე და “რუსთავი2”-ის კავშირი “ინტერმედიასთან” – საგამოძიებო უწყების შეკითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, კახაბერ ანჯაფარიძე. 

უწყების დატოვების შემდეგ კახა ანჯაფარიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან, გაუთქმელობის ხელწერილის დადების მოტივით მედიასთან თავის შეიკავა. 

მთავარ საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება 2015 წელს “რუსთავი2”-თან გაფორმებულ სარეკლამო ხელშეკრულებას უკავშირდებოდა. ადვოკატმა მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

„გაუთქმელობაზე მაქვს  ხელი მოწერილი, დაისვა კონკრეტული შეკითხვები, დაკითხვა წარიმართა მშვიდ გარემოში და კითხვებს გაეცა ამომწურავი პასუხი. კითხვები ეხებოდა “ინტერმედიას” საქმიანობას და “ინტერმედიას” და “რუსთავი2”-ის კავშირებს სხვადასხვა წლებში. ჩემი პასუხი იყო ყველაფერი ის, რაც არის რეალობა,“-განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button