კულტურამთავარი

პრემიერ -მინისტრმა გიდობა გაუწია ტურისტებს და დაათვალიერებინა სომხეთის დედაქალაქი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმეგზურა უცხოელ ტურისტებს და დაათვალიერებინა ქალაქი ერევანი. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.

ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ქალიშვილმა შუშან  ფაშინიანმა ტურისტული ავტობუსით „ერევან სიტი ტურ“ უცხოელ ტურისტებს დაათვალიერებინეს ერევანი, გიდის როლში თავად პრემიერ-მინსიტრი იყო, რომელიც ინგლისურ ენაზე აცნობდა  ტურისტებს ერევნის  აწყმოსა და ისტორიულ წარსულს, მის არქიტექტურულ თავისებურებას.

შემდეგ პრემიერ-მინისტრმა უცხოელი ტურისტები  მიიწვია მთავრობის შენობაში, დაათვალიერებინა  შენობა და დარბაზები, გააცნო ისტორია და არქიტექტურას. ტური დასრულდა პრემიერ -მინისტრთან ერთად  ღვინის დეგუსტაციით და სიმბოლური საჩუქრებით.

ნახეთ მეტი
Back to top button