კულტურამთავარი

სომხური საცეკვაო ჯგუფის „ბერდის“ შემსრულებლები ცეკვავენ ქოცარს შვეიცარიის ალპებში.

სომხური ცეკვის ანსამბლ “ბერდის” შემსრულებლებმა  „ქოჩარი„ იცეკვეს  შვეიცარიის ალპებში. „ბერდი“ სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცეკვაო ანსამბლია, 56 წელზე მეტი ხნის ისტორიით. ამ დროის განმავლობაში ჯგუფმა იმოგზაურა 30-ზე მეტ ქვეყანაში, მიიღო მონაწილეობა 150-ზე მეტ კონკურსში და მიიღო მრავალი ჯილდო.

ცეკვა „ქოჩარი“  2017 წელს შეიტანეს იუნესკოს კაცობრიობის  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ეს არის ეროვნული ცეკვა, რომელიც მთელს  სომხეთში  სრულდება  დღესასწაულების, ოჯახის ცერემონიებისა და სხვა ღონისძიებების დროს.

იუნესკოს განსაზღვრით , „ქოჩარი“ ცეკვაა, რომელიც სიმბოლოა ტოლერანტობის, ერთიანობის, რომელიც წინ წამოსწევს  ისტორიულ, კულტურულ და ეროვნულ მოგონებებს და ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემას საზოგადოების ყველა ასაკის წარმომადგენელთა შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button