ეკონომიკამთავარი

ნიკოლ ფაშინიანი: უნდა მივცეთ საშუალება რომ ამულსარის საბადო ექპლოატირებული იქნას

ამულსარის  მაღარო დაიხურება, თუ დადგინდა, რომ ზიანდება სევანის ტბა, ჯერმუკის წყლები და სხვა ბუნებრივი ელემენტები. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„თუ ყოველივე ამის შედეგად გაურკვევა,  რომ სევანის ტბასა და ჯერმუკის წყლებს საფრთხე ემუქრებათ, გამორიცხულია, რომ მაღაროს ექსპლუატაცია განხორციელდეს, რადგან ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის მიერ არჩეული მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ მათ შანსი  მივცეთ და ამულსარის საბადო ამუშავდეს. ჩვენ მხარი უნდა ავუბათ ჩვენს მიერ წაყენებულ პირობებს“,-თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირი ეთერით მოიყვანა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ჰაიკ გრიგორიანის სიტყვები, რომ ამულსარის  ექსპლოატაციით არ დაზიანდებიან სევანის ტბა, ჯერმუკის წყლები, მდინარეები დარბი და ვოროტანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბუნების დაცვის საზოგადოებამ საპროტესტო მიტინგი მოაწყო ერევანში და მოითხოვდა  ამულსარის საბადოს კონსერვიზაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button