მთავარიპოლიტიკა

საქართველოში ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე აღფრთოვანებულია სომხეთის ელჩის საქმიანობით

საქართველოში ცნობილი საზოგადო მოღვაწე, აქტივისტი, ჟურნალისტი და სოციოლოგი სამირა ბაირამოვა თავის ფეისბუქის გვერდზე აზიარებს საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ელჩი რუბენ სადოიანი სადახლოს გამშვებ პუნქტზე იმყოფება და საგუშაგოს ხელმძღვანელთან ერთად იხილავს გამშვებ პუნქტზე გრძელ რიგებთან დაკავშირებულ საკითხებს. ბაირამოვამ შემდეგი შენიშვნა აზერბაიჯანულად გააკეთა:

„ის არის სომხეთის ელჩი საქართველოში

მე ნამდვილად მშურსა ამ ელჩის, მას  დღე და ღამე არ სძინავს, ასრულებს თავის მოვალეობას,  სადაც პრობლემაა, ისიც იქ არის და წყვეტს მას.

სინამდვილეში ასეთი უნდა იყოს თანამდებობის პირი.

რაც გინდათ ის მიწოდეთ, თუნდაც ის რომ მე აზერბაიჯანული სისხლი არ ამქვს, ვარ გაყიდული, მაგრამ სინამდვილეს ვერსად ვერ გაექცევი“, -წერს ის.  

სამირა ბაირამოვა, საქართველოს მოქალაქეა, მარნეულის მკვიდრია,ის აქტიურ საქმიანობას ეწევა  საზოგადოებრივ  და ჟურნალისტიკურ  სფეროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button