ეკონომიკა

საინვესტიციო შესაძლებლობები WCIT 2019-ში:

საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონფერენციის 40-წლიან ისტორიაში პირველად ერევანში WCIT 2019 – ის დროს გაიმართება ელვისებური რაუნდები, სადაც 15 სტარტაპს და ინოვატორს შესაძლებლობა ექნება საკუთარი იდეები წარუდგინოს 2500-კაციან აუდიტორიას და მოიგოს ინვესტიციები.

როგორც იუწყება “არმენპრეს” -ი, დამწყებ კომპანიებს, შემქმნელებსა და მეცნიერებს განაცხადის გაკეთებისთვის ჯერ კიდევ 10 დღე აქვთ.

სამი საუკეთესო სტარტაპისთვის სომხეთის ტექნოლოგიური საზოგადოების მხრივ დადგენილია “სომხური ტექნოლოგიების საზოგადოებების A-Prize” ჯილდო და 100,000 დოლარის ფონდი.

WCIT 2019 საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო ფორუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და პრესტიჟული ღონისძიება ამ წელს 6-9 ოქტომბერს გაიმართება სომხეთში, ერევანში.
”ჩვენ გვსურს მივიღოთ გლობალური გადაწყვეტილებები, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ სამყაროზე. ერთ-ერთი კრიტერიუმია ის, რომ სტარტაპის იდეა უნდა იყოს მიმართული სამყაროს გაუმჯობესებაზე. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომ დამწყებმა კომპანიებმა თავიანთი იდეები წარუდგინონ დარბაზს, სადაც 2,500-ზე მეტი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალი, მათ შორის პოტენციური ინვესტორები იქნება შეკრებილი”- აღნიშნავს ემა არაქელიანი, WCIT 2019 საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო ფორუმის საერთაშორისო კომიტეტის წევრი.

ნახეთ მეტი
Back to top button