ეკონომიკამთავარი

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო სავალიუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დირექტორთან განიხილა თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საერთაშორისო სავალიუტო ფონდის  შუა აღმოსავლეთისა და  ცენტრალური აზიის დირექტორი ჯიჰად აზური. როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატი გვაუწყებს, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა რომ ფონდსა და სომხეთს შორის  გრძელდება ნაყოფიერი  თანამშრომლობა და მთავრობა დაინტერესებულია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებით.

ჯიჰად აზურმა მაღალ დონეზე შეაფასა სრ მთავრობასთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ სომხეთის საიმედო პარტნიორია ფონდისათვის. მან აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი მზადაა დაეხმაროს სომხეთის მთავრობას ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყნის წარმატებული რეფორმებისა და პროგრამების პროცესში, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

საუბრისას სომხეთის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია ექსპორტზე ორიენტირებული და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა. სტუმრის თხოვნით, ნიკოლ ფაშინიანი შეეხო ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასამართლო სისტემაში, სახელმწიფო ადმინისტრირების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ინვესტიციების გარემოს გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა სფეროებს.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button