საზოგადოება

სომხეთში კანადური YEDI ინსტიტუტის კემპუსი გაიხსნება

კანადური YEDI ინსტიტუტის კემპუსი გაიხსნება სომხეთში. YEDI არის კანადური ბიზნეს-ინკუბატორი, ამაჩქარებელი და მეწარმეობის ფონდი, რომელსაც აფინანსებს კანადის მთავრობა, დიდი ბანკები და კერძო ორგანიზაციები. ის მხარს უჭერს სტარტ-აპებს, მეწარმეებს, მათთვის მართავს თრენინგებს.

”ჩვენ ვმსჯელობთ სომხეთში დიდი კემპუსის მშენებლობაზე, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს, სხვა სფეროს პროფესიონალებს, ვისაც კარგი პროგრამები აქვთ, შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ თავიანთი ინიციატივები.” იორკის ხელსაქმეობის განვითარების ინსტიტუტის (YEDI) საერთაშორისო START- UP პროგრამის საზეიმო პრეზენტაციაზე ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გ.ვ. პლეხანოვის სახ. რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერევნის ფილიალის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ არმან ვარდიანმა.

YEDI გეგმავს სომხეთში გახსნას რეგიონალური ცენტრი, რომელიც გაფართოვდება და მოიცავს ასევე ირანს, ერაყს, საქართველოს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს.

ნახეთ მეტი
Back to top button