ეკონომიკა

ცნობილი გახდა პირველი ქართული ელექტრომობილის სახელი

დაგეგმილია, რომ ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს. აქედან ერთი მესამედი შიდა ბაზარზე დარჩება, დანარჩენი კი ექსპორტზე გაიგზავნება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია, წერს ქართველი სამრეწველო დიზაინერი, საკონსტრუქტორო ბიურო „დელტას“ მთავარი დიზაინერი ზვიად ციკოლია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

ციკოლიას თქმით, ბრენდს „ორვო“ ერქმევა, რაც ძველი კოლხური სიტყვაა და ნიშნავს რვას, უსასრულობას. დიზაინერის ცნობით, მისი ავტორია გიგა ხატიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ელექტრომობილების დიზაინს ზვიად ციკოლია შექმნის.

ელექტრომობილების წარმოება ქუთაისის ინდუსტრიულ კომპლექსში დაიწყება, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. საწყის ეტაპზე იქ დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და, როგორც მოსალოდნელია, ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს. აქედან ერთი მესამედი შიდა ბაზარზე დარჩება, დანარჩენი კი ექსპორტზე გაიგზავნება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.

ნახეთ მეტი
Back to top button