პოლიტიკა

შვედეთის რიქსდაგის თავმჯდომარემ პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას

ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოსული შვედეთის სამეფოს დელეგაცია, შვედეთის სამეფოს რიქსდაგის თავმჯდომარის ანდრეას ნორენის ხელმძღვანელობით ეწვია სომხეთის გენოციდის მემორიალს. ანდრეას ნორლენმა გვირგვინით შეამკო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი. დელეგაციის წევრებმაც ასევე ყვავილები დააწყეს მარადიულ ცეცხლთან და პატივი მიაგეს წმიდა მოწამეთა ხსოვნას.

შვედეთის დელეგაცია ასევე ეწვია სომხეთის გენოციდის მუზეუმს, გაეცნო მუზეუმის გამოფენას და სომეხთა გენოციდის ისტორიის დეტალებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აცნობებს სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდი.

ნახეთ მეტი
Back to top button