
ერევანი, 9 სექტემბერი, არმენპრესი: პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან.
როგორც აცნობეს “არმენპრეს” -ს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურში, ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას მიულოცა თანამდებობაზე არჩევა და წარმატებები, ნაყოფიერი შრომა და მონაპოვარი უსურვა მის მნიშვნელოვან მისიაში.
სატელეფონო საუბრის დროს მხარეები ასევე შეეხნენ სომხეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების საკითხებს. მხარეებმა გამოთქვეს წმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა მიღწევის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.







