კულტურა

სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის შესახებ ფილმმა ტორონტოში პირველი პრემია მიიღო

კარინ ჰოჰანნისიანის ფილმმა “მე მარტო არ ვარ ” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია დაიმსახურა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა.

ფილმი დოკუმენტურია და წარმოადგენს 2018 წელს სომხეთში მომხდარ ხავერდოვან რევოლუციას. ფილმის მთავარი პროდიუსერი და საუნდტრეკის ავტორია ცნობილი როკ-მუსიკოსი, System of a Down ჯგუფის სოლისტი სერჟ თანკიანი.  ფილმში ნაჩვენებია ინტერვიუები სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პრემიერ მინისტრის მეუღლე ანა ჰაკობიანთან, სომხეთის პოლიციის უფროს ვალერი ოსიპიანთან, System of a Down ჯგუფის სოლისტ სერჟ თანკიანთან და ბევრ სხვა პოლიტიკოსთან.

ნახეთ მეტი
Back to top button