საზოგადოება

დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტა

ეროვნული კრების ფრაქციამ “ჩემი ნაბიჯი” ეროვნული კრების სპიკერ არარატ მირზოიანს წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის (წევრის) ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარსადგენი ეროვნული კრების გადაწყვეტილების პროექტი. “არმენპრესის” უწყებით, ამ საკითხის მთავარ მომხსენებლად დაინიშნა ეროვნული კრების დეპუტატი  სურენ გრიგორიანი.

პროექტში აღნიშნულია, რომ არსებობს ჰრაირ თოვმასიანის მიერ სრ მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის განაცხადის წარმოებაში მონაწილეობის შეუძლებლობის საფუძვლები.

ხოლო სრ ეროვნული კრების სპიკერმა არარატ მირზოიანმა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰრაირ თოვმასიანის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ ეროვნული კრების გადაწყვეტილების პროექტი,  დასკვნისთვის განსაზღვრული წესით წარედგინა ეროვნული კრების

სახელმწიფო სამართლებრივი საკითხების კომიტეტს.

ნახეთ მეტი
Back to top button