საზოგადოება

სომხეთში ჩატარდება უპრეცედენტო მასშტაბის სტრატეგიული წვრთნები

სომხეთის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება წვრთნების მომზადებისა და სამხედრო მობილიზაციის პროცესში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, ორგანიზაციების კოორდინირებული საქმიანობის ორგანიზების მიზნით, 2019 წლის 24 სექტემბრიდან  5 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატაროს სასწავლო მობილიზაცია და ტრენინგები.

თავდაცვის მინისტრმა დავით ტონიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული წვრთნების მიზანია,  სახელმწიფო და ტერიტორიული მართვის ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ორგანიზაციების მზადყოფნისა და შესაძლებლობის დადგენა, პირობითი ვითარების პირობებში შეიარაღებული ძალების და სხვა ჯარების ომის პერიოდის შემადგენლობისა და სტრუქტურის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების და სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფის პროცესი.

სასწავლო მობილიზაცია და წვრთნები სტრატეგიული სამხედრო ხასიათისაა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბური წვრთნები სომხეთში არ ჩატარებულა.

”სამხედრო წვრთნები სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებშია, ჩართული რაოდენობისა და რესურსების თვალსაზრისით,” – აღნიშნა დავით ტონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button