პოლიტიკა

ჯო ბაიდენი აშშ – ს მოუწოდებს, დაადასტუროს თავისი პოზიცია სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით

აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა ამერიკის სომხურ ეროვნულ კომიტეტს (ANCA), სადაც აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა სამუდამოდ უნდა დაადასტუროს თავისი პოზიცია სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი.

”ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია სომხეთის გენოციდთან დაკავშირებით. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და არ გავჩუმდეთ იმ საშინელი რეალობის შესახებ, რამაც გამოიწვია 1,5 მილიონი სომეხი კაცის, ქალის და ბავშვის დაღუპვა და მათი სახლებიდან 2 მილიონი სომეხის მასობრივი განდევნა. თუ ჩვენ ამას ბოლომდე არ ვაღიარებთ, არ გავიხსენებთ და ჩვენს შვილებს არ გადავცემთ, სიტყვები “აღარასდროს” დაკარგავს მათ მნიშვნელობას. გენოციდის ფაქტის არგახსენება და მისი არმიღება მხოლოდ ახალ გზებს უხსნის მომავალი მასობრივ სისასტიკეებს”, – დაწერა ბაიდენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button