ეკონომიკა
მზადდება მორიგი „აზრთა სომხური სამიტი”

შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი შეხვდა „Summit of Minds“ მთავარ კომპანიონს თიერი მალერეს, რომელიც აგრეთვე პერიოდული გამოცემის „The Monthly Barometer “ დამფუძნებელი და ავტორია.
როგორც გვაცნობეს სრ პრეზიდენტის აპარატიდან, შეხვედრისას განხილული იქნა 2020 წელში ჩასატარებელი „აზრთა სომხური სამიტის“ (Armenian Summit of Minds – 2020) მოსამაზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები.
უკვე ტრადიაციად ქცეული სომხეთის Armenian Summit of Minds-ი ჩატარდება სომხეთის მშვენიერ ქალაქ დილიჯანში მომავალი წლის 7 ივნისს. სამიტზე ძირითადად განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა 21-ე საუკუნის მსოფლიო-პოლიტიკურ მოვლენებს, ახალ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას გარემოზე.







