საზოგადოება

რობერტ ქოჩარიანის და სხვათა საქმის სასამართლო განხილვა 5 ნოემბრამდე გადაიდო

 ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს შენგავთის  რეზიდენციაში დაიწყო და 5 ნოემბრამდე გადაიდო სრ მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და სხვათა საქმე. „არმენპრესის“  გადმოცემით,  სხდომას ხელმძღვანელობდა მოსამართლე ანნა დანიბეკიანი. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დღეებში  სრ მეორე პრეზიდენტს გაუკეთდა  ოპერაცია ქალაქ ერევნის იზმირლიანის სამედიცინო  ცენტრში და არ შეუძლია  სასამართლოს ხდომაზე გამოცხადება, გარდა ამისა საქმით ბრალდებულს სეირან ოჰანიანს სასამართლომ ქვეყნიდან გასვლსი უფლება მისცა – სასამართლო სხდომა გადაიდება.  შემდეგი სასამართლო სხდომა  დანიშნულია 5 ნოემბერს.  

ნახეთ მეტი
Back to top button