კულტურა

სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდი იუნესკოს შტაბ-ბინაში იმღერებს კომიტასის ნაწარმოებებს

18 ოქტომბერს, კომიტასის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდი პარიზის იუნესკოს შტაბ-ბინაში შეასრულებს ვრცელ საკონცერტო პროგრამას. საღამოზე გუნდი წარადგენს კომიტასის მდიდარ და მრავალფეროვან მუსიკალურ მემკვიდრეობას.

”კომიტასი არის ჩვენი აკადემიური მუსიკის ერთ-ერთი დიდებულთაგანი, სომხური კომპოზიციის სკოლის დამაარსებელი. მის მუსიკას აქვს თავისებურებები, რომლებსაც ვერ ნახავთ სხვა ერების მუსიკაში. ამ მელოდიების მოსმენისას, უცხო ადამიანები ყოველთვის აღტაცებულები რჩებიან”,- ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირიჟორმა რობერტ მლქეიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button