მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან პარტნიორობის გაღრმავებას: ტოივო კლაარი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრიზისების საკითხში სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოივო კლაარი.

როგორც  პრემიერ-მინისტრის აპარატიდან გვაცნობეს, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას, ხოლო ოფიციალური შეხვედრები მაღალ დონეზე მიანიშნებენ  სომხეთსა და ევროკავშირს შორის ეფექტური დიალოგისა და  თანამშრომლობის დინამიური პროცესის შესახებ. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ევროკავშირი არის სომხეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესში.

ტოივო კლაარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასევე ისწრაფვის  სომხეთთან პარტნიორობისაკენ და მზად არის გააგრძელოს დახმარება სომხეთის პრემიერ- მინისტრისა და მთავრობისადმი  იმ რეფორმების განხორციელების საქმეში, რომლებიც მიმართულნი არიან დემოკრატიის განმტკიცებისაკენ.

ნიკოლ ფაშინიანმა და ტოივო კლაარმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით ხედავს და მიაჩნია, რომ ის  უნდა გადაიჭრას  ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესში.

ევროკავშირის სპეცილური წარმომადგენელი  სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში მიესალმა სომხეთის გადაწყვეტილებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს ეუთო-ს მინსკის ჯგუფს ამ მიმართებით.

ნახეთ მეტი
Back to top button