კულტურა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ახალციხის “მესხეთის პროფესიონალურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს” გამოუყო 3 000 ლარი.

9 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს საბიუჯეტო ცვლილების შემდეგი პაკეტი, სადაც სხვა ხარჯებს შორის 3000 ლარი გამოიყო აგრეთვე ახალციხის  მესხეთის პროფესიონალურ სახელმწიფო დრამატულ თეატრისათვის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სტელმაშოვმა განმარტა, რომ ისინი თეატრს ეხმარებიან რეგიონის მერიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით.

”ახალი  წარმოდგენისათვის თეატრის მენეჯმენტმა კულტურის სამინისტროს სთხოვა ფინანსური დახმარება, ხოლო მათმა თავის მხრივ, სთხოვეს მუნიციპალიტეტებს დაეხმარონ თეატრს, რადგან თეატრი რეგიონალურია. მემორანდუმი გაფორმდა რეგიონების მერიებს ს შორის. მემორანდუმის თანახმად, ჩვენ თანხა გადავრიცხეთ ”, – თქვა ვალერი სტელმაშოვმა.

ვალერი სტელმაშოვის თქმით, ისინი თეატრს პირველად ეხმარებიან, მართალია, ხშირად იღებენ ასეთ მთხოვნებს, მაგრამ ყველას  დახმარებისათვის სახსრები საკმარისი არ არის.

31 ოქტომბერს ახალციხის “მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი” ახალქალაქში გამართავს უფასო სპექტაკლს.

ნახეთ მეტი
Back to top button