ეკონომიკამთავარი

მთავრობაში გაიმართა სომხეთის ინოვაციური განვითარების საკითხებზე მიძღვნილი შეხვედრა

სომხეთის ვიცე პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მთავრობაში ჩაატარა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელმაც გაანალიზა მეცნიერებისა და ინოვაციების პოტენციალის სომხეთის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენის საკითხი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, „სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის“ (FAST) და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს  მთავრობის პრეს-სამსახური. შეხვედრის დროს, ტიგრან ავინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ვალდებულია გარდაქმნას  სომხეთი მაღალტექნოლოგიურ ქვეყნად და შექმნას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, ამ მიზნით შეიქმნას მოწინავე ინოვაციური ეკოსისტემა.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე მთავრობამ იმსჯელა საკვანძო პროგრამაზე, რომელიც განხორციელდება სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას რეგიონში. პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ექნება სომხეთის სტრატეგიული განვითარებისათვის   ეროვნული უსაფრთხოების, მეცნიერებისა და განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. მთავრობისა და „FAST“ -ის მიერ განსახორციელებლი პროგრამა ამჟამად დამუშავების პროცესშია.

ნახეთ მეტი
Back to top button