სომხეთისა და საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრებმა განიხილეს ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები

სომხეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი შეხვდა საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრს, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილს.
როგორც აცნობეს სრ ვიცე-პრემიერ მინისტრის ტიგრან ავინიანის ოფისში, პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი შეხვედრები საშუალებას მისცემს დეტალურად გაეცნონ სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს, ასევე მოიძიონ შესაძლებლობები პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების ახალი მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის წრეებში ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
მხარეებმა ასევე განიხილეს განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა, ასევე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.







