
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის შუამავლობით, უახლოეს მომავალში გაიმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს. ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განუცხადა ამერიკის ხმას: “ველოდები უახლოეს მომავალში ორი საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ბრატისლავაში”,-აღნიშნა ლაიჩაკმა.
მან ასევე შეაფასა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების მცდელობები კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.
”ჩვენ წელს დადებითი პროცესების მომსწრე გავხდით, ეს იყო – დიალოგი ლიდერებს შორის და დიალოგი მინისტრების დონეზე. ამავ დროს დარეგისტრირდა მეტად შემაშფოთებელი შეხების ხაზზე, რასაც მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი, მაგრამ ამჟამად სიტუაცია სტაბილურია“.







