ეკონომიკა
ანაკლიის კონსორციუმი – „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება

,,პირველი არხის” ინფორმაციით, „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
კონსორციუმის ცნობით, კომპანიამ პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება შეცვალა,
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად“, – აღნიშნულია კონსროციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.







