კულტურა

მსოფლიოს უმსხვილესი კინობაზრები დაინტერესებულია ფილმით არამ ხაჩატურიანის შესახებ

რუსული კინოკომპანია “მარს მედია” სანტა მონიკაში (კალიფორნია) ყოველწლიურ კინობაზარზე წარმოადგენს არამ ხაჩატურიანის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს, რომლის რეჟისორია იუსუპ რაზიკოვი. ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია.
“ცეკვა ხმლებით” შეიქმნა რუსეთისა და სომხეთის ურთიერთთანამშრომლობით. მისი ორივე ქვეყანაში გაქირავება შესაძლებელი გახდება 2019 წლის დეკემბერში.
“მარს მედია” –ს საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელის, მილა როზანოვას თქმით, ფილმი უკვე გაიყიდა იაპონიაში, ტაილანდში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში. სანტა მონიკაში კომპანია გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას კიდევ რამდენიმე სხვა კომპანიასთან.
ფილმის მოქმედებები ვითარდება 1942 წლის შემოდგომაზე მოლოტოვში (პერმი), სადაც ევაკუაციის შემდეგ ლენინგრადის კიროვის სახელობის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად იმყოფებოდა ხაჩატურიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button