საზოგადოება

ერევანში გაიხსნა ბირთვული მედიცინის ცენტრი

ამიერიდან, სომხეთის მოქალაქეები შეძლებენ თანამედროვე ტექნიკის წყალობით ადრეულ ეტაპზე კიბოს ყველა დაავადების დადგენას, და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებების მკურნალობას რადიოაქტიური იოდის თერაპიით. ,,არმენპრეს“-ის უწყებით, ერევნის სამედიცინო ცენტრში ,,ერებუნი“ გაიხსნა ბირთვული მედიცინის ევროპული ცენტრი. გახსნის ცერემონიალზე ასევე იმყოფებოდა სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ცენტრი იმუშავებს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით, მათ შორისაა გერმანული წარმოების გამა კამერა, მსოფლიოში უახლესი სადიაგნოსტიკო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბირთვულ მედიცინაში.

ცენტრის შექმნისთვის 600 მილიონზე მეტი დრამის ინვესტიცია განხორციელდა.

ნახეთ მეტი
Back to top button