პოლიტიკა

10-11 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ერევანს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით 10-11 ნოემბერს ერევანს ეწვევა. ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

”ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს პრემიერ მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. სერგეი ლავროვი ასევე გვირგვინით შეამკობს სომეხთა გენოციდის მემორიალს და ყვავილებს დააწყობს მარადიულ ცეცხლთან”,- აღნიშნა ზახაროვამ.

მარია ზახაროვას თქმით, ლავროვის სომხურ მხარესთან შეხვედრების დროს განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის კუხოსთან და ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანებასთან, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის მოგვარება.

ნახეთ მეტი
Back to top button