პოლიტიკა

სრ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს პარიზის მეორე სამშვიდობო კონფერენციაში

სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში მყოფი სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მონაწილეობს პარიზის მეორე სამშვიდობო კონფერენციაში, რომელსაც ასევე ესწრებიან მთელი რიგი სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები. როგორც აუწყეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში კონფერენციის ბიბლიოთეკას გადასცა სიმბოლური საჩუქარი – ჰაიკ დემოიანის წიგნი ,,Le Sport”, რომელიც მოუთხრობს ოსმალეთის იმპერიაში სომხური სპორტისა და სპორტული კლუბების შესახებ.

შეეხო რა წიგნს, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მშვენიერი ისტორიული ფოტოების საშუალებით იგი მოგვითხრობს 1915 წლის გენოციდამდე ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა სპორტული კლუბებისა და სომეხთა სპორტული მიღწევების შესახებ.

წიგნში შეგიძლიათ იხილოთ სომეხი სპორტსმენების ფოტოები – მამაკაცები და ქალები, რომლებიც დაკავებული არიან სპორტით, რეკლამები, რომლებიც ქალებს მოუწოდებენ ვარჯიშისა და სპორტით დაკავებისკენ.

და ეს მოხდა 100 წელზე მეტი ხნის წინ ოსმალეთის იმპერიაში, საზოგადოებაში, რომელიც უფრო კონსერვატიული იყო ქალთა სოციალური და ფიზიკური საქმიანობის საკითხში. ამის მიუხედავად, სომხებმა ჩამოაყალიბეს სპორტული კლუბები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მშვიდობასა და თანაცხოვრებას ქრისტიანებსა და დომინანტ მუსულმანურ თემებს შორის.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ეწვია კონფერენციის წრეებში გახსნილ IDEA ფონდის პავილიონს, სადაც იგი გაეცნო ფონდის საქმიანობას, მის მიერ წარმოდგენილ ექსპონატებს, მათ შორისა ჰუმანიტარულ დაჯილდოება ,,ავრორა“-თან დაკავშირებულ მასალებს. პავილიონში ასევე იმყოფებოდა ,,ავრორა“-ს პრიზიორი, დოქტორი თომ კატინა.

ნახეთ მეტი
Back to top button