პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო იუნესკოს მე -40 გენერალური კონფერენციის მუშაობაში

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფება, მეუღლესთან ანა ჰაკობიანთან  ერთად  ეწვია იუნესკოს შტაბბინას, სადაც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის მე -40 გენერალურ კონფერენციაში.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, პრემიერ მინისტრსა  და მის მეუღლეს შტაბბინის შესასვლელში იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრი აზულე შეხვდათ.  ფოტოგადაღების ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში Reinventing learning,   რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მრავალი ქვეყნის ლიდერები და დელეგაციები.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრი შეეხო  განათლების სფეროში  და სახელმწიფო ადმინისტრირების სისტემაში განხორციელებულ  რეფორმებს. ნიკოლ ფაშინიანმა განათლების ხარისხის ამაღლება სტრატეგიულ საკითხად მიიჩნია და აღნიშნა, რომ სფეროს განვითარება სომხეთის  მთავრობის ყურადღების ცენტრშია. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა,  განათლებას საზოგადოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მთავრობის მიზანია ინოვაციური პროგრამების საშუალებით წინ წასწიოს ეს სფერო და გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა.  

შემდეგ პრემიერ მინისტრმა ინტერვიუ მისცა იუნესკოს პრესსამსახურს.

ნახეთ მეტი
Back to top button