პოლიტიკა

სომხეთისა და ყაზახეთის პარლამენტის სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების მრავალმხრივ განვითარებას

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის სპიკერმა დარიგან ნაზარბაევამ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების ფაქტს.

“არმენპრეს” – ის ცნობით, ეროვნულ ასამბლეაში 14 ნოემბრის შეხვედრის დროს არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ყაზახეთთან ურთიერთობების გაღრმავებით, ორი ქვეყნის და ხალხის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.

”მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სომხურ-ყაზახური ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება. მე ასევე მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ საპარლამენტო თანამშრომლობა დიდ როლს თამაშობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. წლის ბოლოს ყაზახეთის პარლამენტის ყაზახურ-სომხური მეგობრობის ჯგუფი სომხეთს ეწვევა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე”,- აღნიშნა მირზოიანმა.

ხაზი გაუსვა რა იმას, რომ წელს სომხეთსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილეა, დარაგან ნაზარბაევამ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ისტორიაში ახალი გვერდი გაიხსნა.

პარლამენტების სპიკერები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული კრების პარკში ხეების დარგვის ცერემონიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button