მთავარიპოლიტიკა

ჰოლანდიის პარლამენტი გამოვიდა ერევანში საელჩოს გახსნის წინადადებით

ჰოლანდიის პარლამენტის ოთხივე კოალიციურმა პარტიამ ქვეყნის ხელისუფლებას შესთავაზა 2 მილიონი ევრო გამოყონ  ერევანში საელჩოს გასახსნელად.  ამის შესახებ „არმენპრესთან“  საუბარში განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯოელ ფორდევინდმა.

”ნიდერლანდების ქრისტიანული კავშირის ინიციატივით, ოთხი კოალიციური  ძალა გამოვიდა ერევანში საელჩოს გახსნის ინციატივით. „ ჩვენ გვსურს მხარი დაუვუჭიროთ სომხეთში ხავერდოვან რევოლუციას, ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ გაბედულ ნაბიჯებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დცვისა და  და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით. ამ პოლიტიკური ნაბიჯით გვინდა ხელი შევუწყოთ ვაჭრობის გაზრდის ვალდებულებას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სომხეთის მიმართ, ისევე როგორც  ჩვენი სურვილია  გავამყაროთ ურთიერთობები სომხეთთან, ”- ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტარმა.

ნახეთ მეტი
Back to top button