მთავარიპოლიტიკა

თურქეთი კვლავ საფრთხეს უქმნის სომეხთა გენოციდიდან გადარჩენილი სომეხი ხალხის უსაფრთხოებას. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებს შეერთებულ შტატებში სომხეთის გენოციდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე.
”სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესის შემდგომი გაფართოების გათვალისწინებით, თურქეთის პრეზიდენტი ბოლო დღეებში აკეთებს ურთიერთსაწინააღმდეგო და დამახინჯებულ განცხადებებს.

ეს განცხადებები შეიცავს ბრალდებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ გენოციდის გამართლებას მსხვერპლის ღირსების შეურაცხყოფის გზით. მიმდინარე წლის 24 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე გაამართლა სომეხთა გენოციდის განხორციელება, უწოდა რა მას “ყველაზე კეთილგონივრული ქმედება”, ხოლო გენოციდის მსხვერპლს “სომეხ ავაზაკთა ბანდები და მათი მომხრეები”. თურქეთის პრეზიდენტი ახლა  სომეხთა გენოციდის მსხვერპლს ართმევს მათ ისტორიულ სამშობლოსაც კი, უწოდებს რა მათ მომთაბარეებს, ივიწყებს საკუთარი წინაპრებისა და რეგიონის მკვიდრთა ისტორიის.

სომეხთა გენოციდის აღიარება და დაგმობა, რა თქმა უნდა, საჭიროა ჭეშმარიტებისა და ისტორიული სამართლიანობისთვის. მაგრამ ეს აუცილებელია არც თუ იმდენად ისტორიისა და ისტორიკოსებისთვის, რამდენადაც პოტენციური კაცობრიობისთვის, განსაკუთრებით კი თვითმყოფადობის ნიადაგზე მომხდარი ბოროტმოქმედების პოტენციური მსხვერპლისთვის. ის აუცილებელია იმ ადამიანებისა და ხალხებისთვის, რომელთაც დღეს თურქეთის რესპუბლიკა, უწოდებს რა ტერორისტებს მათი რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისთვის, ახდენს მათზე ძალადობას თავისი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეც კი. ის აუცილებელია გენოციდის აღქმის დასაძლევად და ადამიანის უფლებების საყოველთაო დაცვისთვის.
გენოციდის მსხვერპლთა მემკვიდრეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, სომეხთა გენოციდი არის რეალობა, რომელიც ასევე საფუძვლად დაედო გენოციდის დაგმობისა და აღკვეთის 1948 წლის კონვენციის შემუშავებასა და შემდგომში მის საფუძველზე გენოციდებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების პრევენციის მექანიზმების დანერგვას.

სომეხთა გენოციდის გამართლებითა და უარყოფით, მეზობლების მიმართ აგრესიული პოლიტიკის გამოყენებით, ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სომხეთის სახმელეთო ბლოკირების გაგრძელებით, და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში აზერბაიჯანისთვის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, თურქეთი კვლავაც წარმოადგენს საფრთხეს გენოციდიდან გადარჩენილი სომეხი ხალხის უსაფრთხოებისთვის.
თურქეთმა უნდა გადახედოს სომხეთის და სომეხი ხალხის მიმართ მის ამჟამინდელ მტრულ პოლიტიკას, რაც შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი გენოციდის შედეგების დასაძლევად და რეგიონალური საფრთხეების შემცირების მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button