კულტურა

სპენდიანარიანის 150 და ვერნოს 100 წლის იუბილეები იუნესკოს 2020-2021 წლის კალენდარშია

პარიზში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 40-ე სესიაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპოზიტორ ალექსანდრე სპენდარიანის დაბადებიდან 150 წლის  და კინორეჟისორის ანრი ვერნოს დაბადებიდან 100 წლის იუბილეების, იუნესკოს ცნობილ ადამიანთა და მნიშვნელოვან მოვლენათა 2020-2021 წლის კალენდარში შესატანად.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან განაცხადები წარდგენილ იქნა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით. განაცხადმა სახელწოდებით “კომპოზიტორ ალექსანდრე სპენდიანარიანის 150 წლის იუბილე”, რომელიც წარდგენილ იქნა ირანის, რუსეთისა და საქართველოს მიერ, და განაცხადმა, სახელწოდებით “კინორეჟისორის ჰენრი ვერნოს 100 წლის იუბილე”, რომელიც საფრანგეთმა და იტალიამ წარადგინეს, მიიღეს მოწონება წევრ სახელმწიფოების მიერ.

ნახეთ მეტი
Back to top button