პოლიტიკა

სომხეთის ყოფილი გენერალური პროკურორი გევორგ კოსტანანის მიმართ ძებნა გამოცხადდა

სომხეთის რესპუბლიკის ყოფილ გენერალურ პროკურორ გევორგ კოსტანანიანის მიმართ, რომელიც 1 მარტის საქმეში მონაწილეობს როგორც ბრალდებული, ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ “არმენპრეს”-ს განუცხადა სრ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესმდივანმა მარინა ოჰანჯანიანმა. ”სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა, მის მიმართ პატიმრობის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდების შესახებ”, – აღნიშნა ოჰანჯანიანმა.

1 მარტის საქმეზე გევორგ კოსტანიანი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიბარეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მან იმ დროს განაცხადა, რომ უცხოეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button