
ირლანდიამ მოახდინა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირება. როგორც იტყობინება Dfa.ie, მიესალმა რა რატიფიკაციას, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ ქოვენმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს სომხეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.







