პოლიტიკა

მნაცაკანიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არცახის ხელისუფლების პირდაპირი ჩართვის აუცილებლობას

4 დეკემბერს, ბრატისლავაში ეუთოს 26-ე მინისტერიალის კონფერენციის ფარგლებში შედგა  სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთა – ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების -იგორ პოპოვის (რუსეთი), სტეფან ვისკონტის (საფრანგეთი), ენდრიუ შოფერის (აშშ) და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ანჯეი კასპრჩიკის შუამავლობით და მონაწილეობით.

როგორც იუწყება სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ – გვერდი, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის გამყარების, ნდობის აღდგენის ზომების განხორცილება, ასევე მომავალი წლის დასაწყისში ერთობლივი სამუშაოების გაგრძელება.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხების მშვიდობისთვის მომზადების შეთანხმების წრეებში დაფიქსირებულ მოკრძალებულ შედეგს – სომხეთიდან, არცახიდან და აზერბაიჯანიდან ჟურნალისტების გაცვლის პროგრამის განხორციელების მეშვეობით. განხილულ იქნა ამ კონტექსტში ჟურნალისტებსა და საზოგადოებებს შორის ასეთი პირდაპირი ჩართვის გაგრძელების შესაძლებლობა. ამავე დროს, ხაზი გაესვა ნდობის აღდგენის სხვა ზომების დანერგვის მნიშვნელობას.

შეეხო რა გუშინ ერევანში არცახის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, მინისტრმა მნაცაკანიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭიროა არცახის მხარის უშუალო მონაწილეობა, განსაკუთრებით მოგვარების შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button