მთავარიპოლიტიკა

მნაცაკანიანი შეხვდა კუხო-ს სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს

სამუშაო  ვიზიტით  ბრატისლავაში  მყოფი  საგარეო  საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი  ეუთო-ს   26-ე მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა  კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს.

როგორც გვაცნობეს  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ  ეუთოს 26-ე მინისტერიალის დღის წესრიგს, სადაც ხაზი გაესვა  პოზიციების კოორდინაციას და ორგანიზაციაში შემავალი ინიციატივების განხორციელებისას  ურთიერთდახმარების მნიშვნელობას.

ზოჰრაბ მნაცკანიანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ფორმატით შეხვედრები კარგ შესაძლებლობას იძლევა წარმოდგენა ვიქონიოთ  ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე  და ამ მიმართულებით განხორციელებულ  პრაქტიკულ საქმიანობაზე.

მნაცაკანიანი და მისი კოლეგები შეეხნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ხელმძღვანელობით  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედის საკითხს  და ამ კონტექსტში მოისმინეს   სომხური მხარის შეფასება მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის ირგვლივ.

ნახეთ მეტი
Back to top button