პოლიტიკა

არსებობს პოლიტიკური ნება კორუფციის აღმოსაფხვრელად; ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში სისტემური კორუფცია არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს კორუფციის მოვლენები. როგორც იუწყება “არმენპრეს”-ი, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  ანტიკორუფციული ორგანიზაციის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებულ “კორუფციის წინააღმდეგ მდგრადი განვითარების მიზნებისათვის” სახელწოდებით კონფერენციაზე გამოსვლისას.

”სისტემური კორუფციაა, როდესაც კორუფციულ წრეებში არსებული სარგებელი გარკვეულწილად აღწევს ყველაზე მაღლა. მეამაყება აღვნიშნო, რომ სომხეთში არ არსებობს სისტემური კორუფცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სომხეთში არ არსებობს კორუფციული მოვლენები. მე მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არსებობს პოლიტიკური ნება კორუფციის აღმოსაფხვრელად”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შემდეგი წერტილი არის ის, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც პროცესი წინა კორუმპირებული ხელისუფლების მიმართ. სრ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მათთვის არ არსებობს წინა, ახლანდელი ძალა.

”უფრო მეტიც, ჩემთვის ორმაგად მიუღებელია, როდესაც ჩემ მიერ დანიშნული პირი მონაწილეობს კორუფციაში. მე მინდა აღვნიშნო, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოთხ მაღალჩინოსანს ბრალი წაეყენა”,- აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button